|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
ექსპრეს საქართველო 2025
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"ექსპრეს საქართველო 2025" - ჯგუფის ერთ-ერთი შვილობილი საკურიერო-ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორის ბიზნესთან, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;
"ექსპრეს საქართველო 2025" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, (საჭიროების შემთხვევაში რეგიონი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ვაკანსიის რაოდენობა: 2;
** ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული.
მოვალეობები:
** ტვირთის ან/და ამანათების დროული და უსაფრთხო მიწოდება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით (მისამართის სიზუსტის გადამოწმება);
** ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
** ჩაბარებული ტვირთის/ამანათების რაოდენობის კონტროლი და ხარისხიანად განაწილების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან კორექტული და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა).
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას.
შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელფოსტაზე hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511264323
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ კომპანია "დელივეროუ" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
|
|
|
|