|
დასახელება:
მარკეტინგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Wishlist
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"Wishlist"-ის გუნდი ეძებს მარკეტინგის გუნდის ახალ წევრს, მარკეტინგის ასისტენტს.
თუ გიყვარს სოციალური მედია, გაქვს ბევრი კრეატიული იდეა, სიამოვნებით იღებ ვიდეოებს და კამერის წინ ყოფნაც გიყვარს, ეს პოზიცია შენთვის საინტერესო იქნება.
ფუნქცია/მოვალეობები:
** "Wishlist"-ის სოციალური მედიის არხების მართვაში მონაწილეობა;
** კრეატიული და საინტერესო კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
** Reels-ისა და TikTok ვიდეოების იდეების მოფიქრება და გადაღება;
** ვიდეოებში მონაწილეობა;
** სოციალური მედიის ტრენდების მოძიება და გამოყენება;
** ფოტო და ვიდეო კონტენტის მომზადება;
** მარკეტინგულ კამპანიებსა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა;
** ახალი იდეების მოფიქრება და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა;
** TikTok-ისა და Instagram-ის ტრენდების ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება;
** კამერის წინ თავისუფლად ყოფნა;
** ვიდეოების გადაღებისა და მარტივი მონტაჟის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
** ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი (ოფისიდან)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი "Wishlist"-ის გუნდში! CV-ის გაგზავნა
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|