|
დასახელება:
პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
|
| მომწოდებელი:
ელთიბი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერის პოზიციაზე.
თუ ავეჯის წარმოებაში წლები დაგიგროვდა, ახლა დროა, გამოცდილებაც დააფასო.
შენ უკვე იცი, როგორ იქმნება ავეჯი. ჩვენთან გაიგებ კიდევ უფრო მეტს - მასალებზე, ფურნიტურაზე, ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ბრენდებზე.
ისწავლი. გამოცდი. შეადარებ და მერე შენს ცოდნას სხვებს გაუზიარებ - გუნდს, მომხმარებლებსა და დამწყებ სპეციალისტებს.
რას გააკეთებ:
** ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ტექნიკური შესწავლა და ტესტირება;
** გუნდის, კლიენტებისა და დამწყები სპეციალისტების ტრენინგი და ვორქშოფების ჩატარება;
** უცხოელ მომწოდებლებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია;
** ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის სისტემატიზაცია და გუნდისთვის გაზიარება.
სუფთა, საოფისე გარემო. შენი გამოცდილება კი - მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი.
აუცილებელია:
** ავეჯის წარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური აზროვნება;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა (B2 დონე).
ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)
გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@ltb.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: ტექნოლოგიების ტრენერი
|
|
|
|