ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - თბილისი, ნატახტარი, მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: თბილისი, ნატახტარი, მისაქციელი;
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.

კომპანიის შესახებ:

"მარგიო" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

მოვალეობები:

** სადისტრიბუციო მანქანის დატვირთვა/დაცლაში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და დალაგება საწყობში;
** პალეტის ურიკის (როხლის) გამოყენება;
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვა (შესწავლა ადგილზე).

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მხარდამჭერ მენეჯმენტს;
** ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: giorgi.mamuladze@margio.ge ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 551 225588; 599 320 094.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე