ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: ვიკონ გრუპი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"VIKON Group" საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების ინჟინრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;
** პროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური საკითხების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.);
** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პერიოდული განახლება;
** სამუშაო პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
** შესაბამის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** გამოცდილება სამშენებლო სექტორში არანაკლებ 2 წელი;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, AutoCAD, ArchiCAD).

პიროვნული უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge.

ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე