|
დასახელება:
მავნებლების კონტროლის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
სანიტარული კომპანია ქილერსი
|
|
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
|
კომპანია "ქილერი" აცხადებს ვაკანსიას მავნებლების კონტროლის ტექნიკოსის პოზიციაზე.
"ქილერი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, სპეციალიზებულია მავნებლების კონტროლის სფეროში და ემსახურება საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებს.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
** ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** დასვენება შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში;
** პროფესიული გადამზადება კომპანიის მიერ.
ძირითადი მოვალეობები:
** მავნებლების კონტროლის სამუშაოების ყოველდღიურად შესრულება როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად;
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგების ფორმების შევსება;
** სამუშაო ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა;
** სამუშაო ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა.
შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას.
თუ გსურთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე info@killers.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ტექნიკოსი".
|
|
|
|