|
დასახელება:
PR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ PR სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** PR კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** პრესრელიზების მომზადება კომპანიის მიმდინარე პროექტების, სიახლეების, მიღწევებისა და ღონისძიებების შესახებ;
** პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მედიაში კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის რეპუტაციის მართვისა და კრიზისული კომუნიკაციების პროცესში ჩართულობა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|